CRF-X სასხლავი ხეხილის ბაღებისთვის, აღჭურვილია 40 სმ მდგრადი უჟანგავი ფოლადის დისკებით, 270 ან 340 სმ სამუშაო სიგანით და 8 სმ დიამეტრამდე ტოტების გასასხვლელად. არაჩვეულებრივია მაღალი სიმკვრივის ბაღებისთვის, იდეალურია ტოტების მოსაჭრელად შპალერის ტიპის ბაღებში სადაც მცენარეთა სიმაღლე 4 მეტრამდეა. მას აქვს საკუთარი ჰიდრავლიკური ზეთის ავზი, გაგრილების რადიატორით, რაც გამორიცხავს ზეთის ზედმეტად გაცხელებას და აგრეგატის გადახურების საფრთხე მინიმუმამდეა შემცირებული.

დისკური ხერხების რაოდენობა

8-10

დისკური ხერხის დიამეტრი

40 სმ

მოსაჭრელი ტოტების დიამეტრი

8 სმ

საჭირო სიმძლავრე

80-120 ცხ/ძ

ვერტიკალური სამუშაო სიგანე

270-340 სმ

აგრეგატის წონა

440-480 კგ