• მთავარი
  • კომპანიის შესახებ
  • კატალოგები
    • CAFFINI SMALL HBS 2800
    • ROLEX APG 3.0
    • ROLEX BTHC 500
    • Discs-catalog
    • Sveaverken Control Terminal
    • Sveaverken Nimbo
    • Claas Dominator 130
    • MASSEY FERGUSON 7370
    • Rinieri CRL VISION 2L
    • Rinieri EL115
    • Rinieri SRV
    • ვენახის კატალოგი
    • ზეთისხილის კატალოგი
    • თხილის კატალოგი
    • კაკლის კატალოგი
    • მარცვლეული კულტურების ტექნიკის კატალოგი
    • ნუშის კატალოგი
    • სიმინდის კატალოგი
  • ბლოგი
  • შეთავაზებები
  • კონტაქტი
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ტრაქტორები
    • მაღალი სიმძლავრის ტრაქტორები
    • საშუალო სიმძლავრის ტრაქტორები
    • საბაღე-სავენახე ტრაქტორები
  • ნიადაგის დამუშავება
    • გუთნები
    • დისკოებიანი ფარცხები
    • ფრეზები
    • კულტივატორები
    • რიგთაშორისი კულტივატორები
    • ჩიზელები
    • მინიმალური ტექნოლოგიის დამუშავების მანქანები
    • საბაღე-სავენახე ნიადაგის დამუშავების მანქანები
  • თესვა და სასუქის შეტანა
    • მარცვლეულის სათესები
    • ვენახსა და ბაღში სასუქის შემტანი
    • სიმინდის პნევმატური სათესები
    • მინდვრის სასუქის შემტანი
    • ბოსტნეული სარგავ-სათესი მანქანები
  • მოსავლის აღება
    • ბოსტნეული მოსავლის ამღები
    • კაკლოვანი კულტურების მოსავლის ამღები ტექნიკა
    • მარცვლეული კულტურების და სიმინდის მოსავლის ამღები ტექნიკა
    • სილოსისა და ბალახეული კულტურების მოსავლის ამღები ტექნიკა
    • ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკა
    • ხილის მოსავლის ამღები ტექნიკა
  • ბაღის და ვენახის ტექნიკა
    • მულჩერები
    • მწვანე ოპერაციები
    • მწკრივთაშორის ბალახის სათიბელა
    • მწკრივთაშორისი ნიდაგის დამუშავება
    • რიგთაშორისი სათიბელა
    • ქვის სამტვრევი
  • შემასხურებლები
    • მინდვრის შემასხურებლები
    • საბაღე-სავენახე შემასხურებლები
    • ჰერბიციდის შემასხურებლები
მენიუ კატეგორიები
  • მთავარი
  • კომპანიის შესახებ
  • კატალოგები
    • CAFFINI SMALL HBS 2800
    • ROLEX APG 3.0
    • ROLEX BTHC 500
    • Discs-catalog
    • Sveaverken Control Terminal
    • Sveaverken Nimbo
    • Claas Dominator 130
    • MASSEY FERGUSON 7370
    • Rinieri CRL VISION 2L
    • Rinieri EL115
    • Rinieri SRV
    • ვენახის კატალოგი
    • ზეთისხილის კატალოგი
    • თხილის კატალოგი
    • კაკლის კატალოგი
    • მარცვლეული კულტურების ტექნიკის კატალოგი
    • ნუშის კატალოგი
    • სიმინდის კატალოგი
  • ბლოგი
  • შეთავაზებები
  • კონტაქტი
  • ბაღის და ვენახის ტექნიკა
    • მულჩერები
    • ქვის სამტვრევი
    • მწვანე ოპერაციები
    • მწკრივთაშორისი ნიადაგის დამუშავება
    • მწკრივთაშორის ბალახის სათიბელა
    • რიგთაშორისი სათიბელა
  • ნიადაგის დამუშავება
    • გუთნები
    • დისკოებიანი ფარცხები
    • კულტივატორები
    • მინიმალური ტექნოლოგიის დამუშავების მანქანები
    • რიგთაშორისი კულტივატორები
    • საბაღე-სავენახე ნიადაგის დამუშავების მანქანები
    • არხის საჭრელი
    • ფრეზები
    • ჩიზელები
  • შემასხურებლები
    • ჰერბიციდის შემასხურებლები
    • მინდვრის შემასხურებლები
    • საბაღე-სავენახე შემასხურებლები
  • მარაგში არსებული ტექნიკა
  • თესვა და სასუქის შეტანა
    • ბოსტნეულის სარგავ-სათესი მანქანები
    • მარცვლეული სათესები
    • სიმინდის პნევმატური სათესები
    • მინდვრის სასუქის შემტანი
    • ვენახსა და ბაღში სასუქის შემტანი
  • მოსავლის ამღები ტექნიკა
    • ბოსტნეული მოსავლის ამღები ტექნიკა
    • კაკლოვანი კულტურების მოსავლის ამღები ტექნიკა
    • მარცვლეული კულტურების და სიმინდის მოსავლის ამღები ტექნიკა
    • სილოსისა და ბალახეული კულტურების მოსავლის ამღები ტექნიკა
    • ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკა
    • ხილის მოსავლის ამღები ტექნიკა
  • ტრაქტორები
    • საბაღე-სავენახე ტრაქტორები
    • მაღალი სიმძლავრის ტრაქტორები
    • საშუალო სიმძლავრის ტრაქტორები
  • English
  • Georgian (Georgia)
წინა გვედი
Home Blog ბლოგ პოსტები

კომში

კომში

თებერვალი 12, 2024 /Posted byPapuna33 / 0
  • კომში ვარდყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარის გვარიდანაა. კომშის კულტივირების ისტორია თითქმის 4000 წელს ითვლის. მისი სამშობლო კავკასია და ირანის მიმდებარე რეგიონებია. კომში სინათლისა და სითბოს მოყვარული კულტურაა. უძველეს დროში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, კომში ითვლებოდა სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ და ეძღვნებოდა სიყვარულის ქალღმერთს – ვენერას. კომში ბედნიერი, ჯანმრთელი ოჯახის სიმბოლოდ მიიჩნევა – ის ქალური და მამაკაცური საწყისების ჰარმონიული შერწყმის სიმბოლოს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში კომში რიტუალური ნაყოფი იყო. პატარძალს საქორწინო ღამის წინ ამ ხილს მიართმევდნენ ხოლმე.
  • კომშის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი კოლხი მედეას ისტორიას უკავშირდება: იასონმა ოქროს საწმისთან ერთად, მოგეხსენებათ, მედეაც წაიყვანა. მედეამ საბერძნეთში კავკასიის მაგიური თილისმებიც წაიყოლა და მათ შორის – კომშის ნაყოფი. ქორწილის დღეს, ტრადიციულად, მედეამ კომში საძინებელში დარგო, რადგან არსებობდა გადმოცემა, რომ სანამ ქალის სარეცელი კომშის სურნელს აფრქვევს, არაფერი ემუქრება მის სილამაზეს, მისი ბავშვების ჯანმრთელობას და ქმარი მას არ მიატოვებს. მედეა და იასონი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ მისმა მოშურნემ კომში არ გაანადგურა. ეს ლეგენდა მეტყველებს, რომ კომშს სასიცოცხლო ენერგია და ჯადოსნური სურნელი აქვს, რომელიც მამაკაცისა და ქალის მგრძნობიარობაზე განსაკუთრებულად მოქმედებს.
  • კომში არის დაბალკალრიული, დიეტური პროდუქტი, რომლის 100 გრამი შეიცავს 40 კკალ-ს. ნაყოფი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, კერძოდ, ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას, კაროტინს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, ფიტონციდებს, ეთეროვან ზეთს, B1, B2, C, E, V და PP ვიტამინებს, ასევე შეიცავს პროვიტამინებს. 100 გრამ კომშში მხოლოდ 42 კალორიაა და შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, სახამებელს, ორგანულ მჟავებს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს და რკინას.
  • კომშის უმ ნაყოფს, რკინის დიდი შემცველობის გამო, იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს. პექტინი, რომელსაც კომში შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას. კომშის ნაყოფს აქვს შემკვრელი, შარდმდენი, ჰემოსტატიკური, ანტისეპტიკური მოქმედება და ხელს უწყობს გულისრევის შეჩერებას. უმ ნაყოფსა და წვენს გამოიყენებენ ასევე სისხლნაკლებობისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს სიყვითლე და სისხლდენა; გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ერთ კომშში რკინის ორი დღის ნორმაა. გარდა ამისა, აქვს შარდმდენი თვისება, სასარგებლოა ბრონქიტის, დამწვრობისა და ანგინის დროს. გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც.
  • სილამაზისათვის: ცხიმიანი კანისათვის სასარგებლოა კომშის ნიღაბი. ანტიმიკრობული მოქმედების წყალობით ის განსაკუთრებით ეფექტურია ფერიმჭამელების მოსაცილებლად. კომშის წვენი რეკომენდებულია ანემიის, სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასთმის დროს. ყველა ჯიშის კომში დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. ასტიმულირებს ორგანოებს, აუმჯობესებს განწყობას. კომშის წვენი ბევრად ადვილი მოსანელებელია. მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში იდეალურია. პექტინი, რომელსაც კომში შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას.
  • საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. საუკეთესო ჯიშებია ლაგოდეხის მსხვილნაყოფა, ქართული მჟავე, შილდური საგვიანო, საკომპოტე და სხვ. ამასთან კომში ყინვაგამძლეა და ადვილად იტანს დაბალ ტემპერატურას. დაზიანების გარეშე შეუძლია გადაიტანოს ტემპერატურის -20°C-მდე დაცემა. ხარისხიანი უხვი ნაყოფის მისაღებად საჭიროა სათანადოდ ტენიანი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი ფხვიერი ნიადაგი. მშრალი და ღარიბი ნიადაგი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კირქვის შენაერთებს უვარგისია კომშის გახარებისთვის. შესაძლებელია გამოვიყენოთ ისეთი ნიადაგები, რომელთა გრუნტის წყლები მაღალ დონეზეა.
  • კომშის ფესვთა სისტემა მიწის ზედაპირთან ახლოს არის განლაგებული, ამიტომ მას ტენი უყვარს. ნოტიო ნიადაგზე კომში კარგადაც იზრდება და მსხვილ, ხარისხიან ნაყოფსაც გვაძლევს. თვით ნიადაგის მიმართ კომში მომთხოვნი არ არის. მას არ ვნებს ნიადაგის განსაზღვრული მარილიანობა, გრუნტის წყლების სიახლოვე, თუმცა მისთვის საუკეთესო მაინც ფაშარი, ნოტიო ნიადაგია.
  • თქვენც მოგყავთ კომში? რა ფორმით იღებთ მას? გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, რეცეპტები. ასევე საინტერესო იქნება თქვენი მოსავლის ფოტოები, რომ აგვიტვირთოთ კომენტარებში.
author avatar
Papuna33
See Full Bio

Add comment კომენტარის გაუქმება

Your email address will not be published. Required fields are marked

Farmarea • ფარმარეა ფერმერებისთვის

სოციალური ქსელები

Facebook Instagram Youtube Linkedin

პროდუქცია

ტრაქტორები
ნიადაგის დამუშავება
თესვა და სასუქის შეტანა
მოსავლის აღება
ბაღის და ვენახის ტექნიკა

შემასხურებლები

კონტაქტი

sales@farmarea.ge

032 2 044 333

მისამართი : გიორგი ჩიკვაიძის პირველი ჩიხი, კახეთის გზატკეცილზე

© 2025 ფარმარეა, ყველა უფლება დაცულია.

Powered by –